შალვა ნათელაშვილი – რაიმე მოლაპარაკებები მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეიძლება დაიწყოს

გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ამგვარი მოტივირებით პოლიტიკური პატიმარი მე არ მსმენია მსოფლიოში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს რაიმე მოლაპარაკებები და დიალოგი ვინმესთან, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია არავითარ დიალოგზე არავისთან არ დაჯდება ახალი არჩევნები ხვალაც რომ დაგვინიშნონ, თუ ნიკა მელია იჯდება ციხეში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: მოლაპარაკებაზე მიდიან რაღაც კომპრომისით, რაც უნდა იყოს ორივე მხარის მიერ დაშვებული
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: თალაკვაძისნაირი ბრიყვების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ