„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს მწვავე ბრალდებები წაუყენა. მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები არა იდეოლოგიურ დავაზე, არამედ მოპარული ქონების გაყოფასა და შიდა მაფიოზურ გარჩევებზე მიუთითებს.
ნათელაშვილის თქმით, ქვეყანას არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს გაძარცვაა.
„ეგენი ისეთივე პრეზიდენტები და პრემიერები არიან, როგორც მე გახლავართ ტაილანდის მეფე, ესენი არიან დაქირავებული მონები, ერის გაყიდვაზე ორიენტირებული, ფულის საშოვნელად შეკრებილი ჯოგი, რომელიც დაკავებულია ჩვენგან მოპარული სიმდიდრის გაყოფით…
აქ საუბარია ვინ მეტი მოიპარა, ვინ მეტი წაგვართვა და რაც მთავარია, ვინ გადააგდო მბრძანებელი, ნიკიტა მეორე, ჭორვილ-პუტინიჩი… აქ საქმე გვაქვს კრიმინალურ ჯგუფთან, რომლის მიზანია გაძარცვოს საქართველო და მიწაც გაყიდოს პირდაპირი მნიშვნელობით“, — განაცხადა ტვ პირველის ცნობით, შალვა ნათელაშვილმა.








