შალვა ნათელაშვილი – პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში სამარცხვინოდ უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“

მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ის ისაუბრებს მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიციით და ეს პოზიციაა, რომ პარტია პარლამენტში არ შედის.

„მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უდნა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტურა