შალვა ნათელაშვილი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"“ძალიან არ მინდა ამ კვირაძლზე რადიკალური ვიყო,მაგრამ ასეთი განცხადება,მინისტრის მხრიდან,რომლის ფუნქციაა მოახდინოს საქართველოს რეინტეგრაცია ანუ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა,გაქანებული სამშობლოს ღალატია. რას ქვია რომ თურმე ტერიტორიის ჩამოჭრაზე საუბარი ზედმეტი ყოფილა,აბა ჩავიდეთ მაშინ,უსაშვო-უვიზოდ ცხინვალში,თუნდაც ახალგორში ან დვანელმა კაცმა ძროხის გადმოსარეკად მავთულხლართების იქით გადადგას ნაბიჯი,სად მოხვდება. თუ არაფერია ასაღელვებელი, დამისახელოს მაშინ ზაქარეიშვილმა რამდენმა სახელმწიფომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო გუშინდელი მოსკოვური რატიფიკაცია,არცერთმა,უფრო მეტიც სოკოებივით რომ მრავლდება ცხინვალის და აფხაზეთის წარმომადგენლობები საზღვარგარეთ იქნებ ესაც არაფერია? საქართველოს გუშინდელი დაგლეჯვა ოფიციალურად რომ სცნო არა მარტო რუსეთმა არამედ მინიმუმ გაეროს კიდევ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ,ნიკარაგუამ,ვენესუელამ და სხ. ზაქარეიშვილის აზრით ესაც ალბათ ჭიქაში ქარიშხალია ხომ? სირცხვილი ასეთ მთავრობას და ხელისუფლებას ,რომელთაც მხოლოდ საკუთარი ჯიბის ხელშეუხებლობა აღელვებთ. გუშინ მხოლოდ საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ დაგმო და მთელ მსოფლიოს გააგებინა მთიულეთის ქედიდან მამისონამდე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების მსხვრევის შესახებ.მთავრობა დუმს.არცერთმა ტელევიზიამ რუსთავი2-ის გარდა ჩვენი განცხადება არ გააშუქა,მათ შორს იმედმა,მაესტრომ,1 არხმა,კავკასიამ. დავიჯერო ყველგან პროდიუსერად პუტინ-ივანიშვილის დუეტი უზით? აბა მიგვეტანა რომელიმე პორნოკასეტა,რა სკანდალი აიწეოდა. მომავალს მაინც რას ეტყვით,რას?”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

paata zaqareishvili

შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილიმა რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირების კომეტირებისას განაცხადა, რომ   ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არა მიზანშეწონილია, რადგან  მისი თქმით დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი ამ თემაზე, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115”-ის პროტესტი შეწყდება მაშინ, როცა დავინახავთ, რომ რეალურად ცვლილებები დაიწყება
შემდეგი სტატიალონდონში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა