14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

შალვა ნათელაშვილი: თავზარდაცემულმა ოლიგარქმა სასწრაფოდ მიავლინა პრაღაში თავისი პირადი უშიშროების ხელმძღვანელობა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  წარმომადენლების ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს ეხმაურება.

“ორბანის დამხობით თავზარდაცემულმა ოლიგარქმა სასწრაფოდ მიავლინა პრაღაში თავისი პირადი უშიშროების ხელმძღვანელობა, რათა კვლავ მილიონების საფასურად,მოსინჯოს, რამდენად ჩაენაცვლება უნგრეთის ორბანს ჩეხეთის მოქმედი პრემიერი, რომელსაც არ დავმალავთ და ცოტა პრო-პუტინისტური გადახრები აქვს. იმედია, ეს პერსონა არ დაადგება სამარცხვინოდ დამარცხებული ორბანის გზას”,_ წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაIALP-მა მიიღო რეზოლუცია, სადაც გელა ხასაიას დაკავება შეფასებულია, როგორც სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე