შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და ოლიგარქების წინააღმდეგ ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

“მივმართავ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, წინ აღვუდგეთ კრიმინალ, მილიონერ ოლიგარქთა ინტერვენციას საქართველოს პარლამენტში, რომლებიც კვლავ ცდილობენ ფულის დახმარებით იყიდონ ჩვენი მართვისა და ძარცვის უფლება. ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელი მოვაწეროთ ანტიოლიგარქიულ ერთობლივ პაქტს. შევებრძოლოთ რეგიონში ოლიგარქ მაჟორიტარებს და არცერთი მილიონერი არ ჩავსვათ პარტიულ სიებში”,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში„სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას» იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“
შემდეგი სტატია“დუბინკა” მოიტანეთ… და პრეზერვატივი…” – ბედუკაძის ფრაზები და მოქმედება “ციხის კადრების” აქამდე უცნობ ნაწილში