შალვა ნათელაშვილი: ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის ქმედება უაღრესად შეურაცხმყოფელია

“მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების უცვლელობისა,დაკავება- დეპორტაციის ის ფორმა, რაც გუშინ ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელდა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, ჩემთვის როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა.

banner
წინა სტატიაშირებეკა ჰარმსი: სააკაშვილის საქმეში კანონის უზენაესობის პრინციპი მაკლია
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო