შალვა ნათელაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები

„მინდა, მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. რთული მისია იკისრა. პოლიტიკური ვითარება საქართველოში უკიდურესად დაძაბულია და მისი განმუხტვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტერესებისთვის. ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულის ნადებს, ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მე კიდევ დავამატებ მოთხოვნებს, რომ შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს სანქციები გარდაუვლად, რომ მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებს. მოლაპარაკებიდან სამარცხვინოდ გაიქცა ივანიშვილი და ქოცები, ჩვენ არსად გავქცეულვართ. დაიწყეს რეპრესიები, დაჭერები, დევნა. ეგონათ, შეაშინებდნენ ოპოზიციას და ქართველ ხალხს გახდიდნენ მორჩილს და იბატონებდნენ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მათ ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩაუფლავდათ, საკუთარი მომავალიც მალე ჩაუფლავდებათ, ისეთ ქმედებები ჩაიდინეს. მოლაპარაკების მაგიდიდან გაიქცა ივანიშვილი და არა ჩვენ. არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. მე პირადად არავითარ მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები, ვიდრე ჩემი კოლეგა ციხიდან არ გათავისუფლდება“, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს ვიღებთ სრული კონსენსუსით. რომელიმე მხარე თუ არ დაეთანხმება, არ გააკეთებს იმას და დამთავრდება. ამით არაფერი არ იცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პიკეტირებებს, აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“. ვპირდები რეჟიმს, ისინი მშვიდად ვერ დაიძინებენ, ვიდრე არ გაუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ გამოაცხადებენ ახალ არჩევნებს. პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, დაძაბულობა სიტუაციის უკვე იქნება მათ კისერზე და მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო დაამძიმებს,- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა განახლდა
შემდეგი სტატიათბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა