შალვა ნათელაშვილი: ნარკომან კახა ძაგანიას, ჩუღურეთის რაიონში კაცი ჰყავს მოკლული

„ლეიბორტისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს კახა ძაგანიასა და სოსო შატბერაშვილს აკრიტიკებს. ამის შესახებ ნათელაშვილმა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა თავისნაირი ადამიანები. მთელი ზაფხული სახლში მივარდებობდნენ, სახლში აქციებს მიტარებდნენ. ასეთი იყო ფულის გამომძალველი შალვა რამიშვილი, რომელიც მერე სამსახურიდანაც გამოაგდეს თანამშრომელ ქალბატონზე სექსუალური ძალადობის გამო; ასეთი იყო ნარკობარიგა შატბერაშვილი, რომელსაც მეტრო „დელისთან“ მორფის აფთიაქი ჰქონდა და მთელი ახლაგაზრდობა მოწამლა; ასეთი იყო ნარკომანი კახა ძაგანია, რომელსაც ჩუღურეთის რაიონში კაცი ჰყავს მოკლული.

ასეთი ნაძირლებისგან ზონდერ ჯგუფი შექმნა. სათავეში თვითონ ჩაუდგა და ცილისწამებისა და პროვოკაციების ნიაღვარი დაატრიალა. მის წინააღმდეგ სასამართლო გზებით გავაგრძელებ ბრძოლას. როცა პოლიტიკაში აღარ ვიქნები, მათთვის განსაკუთრებით საშიში ვიქნები და მერე განსაკუთრებით მიფრთხილდნენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში დააკავეს ავღანელი ქალი, რომლის ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაჩვენ ვალში არავისთან დავრჩებით-პაატა ბურჭულაძე პარტიის დავალიანებაზე