შალვა ნათელაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიძინა ივანიშვილის დაკავებას ითხოვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ახალ ბრალდებებს უყენებს – შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულის ზრდა ქვეყნის ყოფილი პრემიერის ოჯახის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

შალვა ნათელაშვილი რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას ითხოვს.

„ივანიშვილი-მამაცაშვილის ნარკო-მაფიოზური ოჯახის ლიდერობით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პრაქტიკულად საქართველო გადააქცია ერთადერთ ქვეყნად დედამიწის ზურგზე, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ნარკოტრანზიტი სრულიად ლეგალიზებული და დაუსჯელია. მინდა, მივმართო გაეროს სასამართლო ინსტანციას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი ნარკობარიგობისათვის და ის დაპატიმრებული იქნას საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით,“ – განაცხად შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჟვანიას, კეკელიძისა და შატბერაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების კომპლექსურ შესწავლას ითხოვენ
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს