შალვა ნათელაშვილი: ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენ წინ გველოდება

 

13275807_10209752440274906_2014358985_nსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიის, საზღვრისპირა სოფელ დიციდან მიულოცა.
“უკანონოდ აღმართული საოკუპაციო ღობიდან საქართველოს ყველა კუთხეს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს. ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენ წინ გველოდება. ნამდვილ დამოუკიდებლობას ჩვენ ვიზეიმებთ ცხინვალში და სოხუმში, აფხაზ, ოს ძმებთან ერთად.
ჩვენი გმირი ბიჭები საფლავებს გამოამტვრევენ და ქართლის მთებზე ხმლებით დადგებიან.
მთელი საქართველო გაერთიანდება, მათ შორის აფხაზები და ოსები და ჩვენ ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ, მხრებგაშლილ საქართველოს.
ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ ეს ღობეები, ეს გამყოფი ხაზები ასე იქნება დარჩენილი, ყველაფერს ამას ისტორიის ქარი გახვეტავს და დასაკარგავში წაიღებს.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გამოძიებას სჭირდება დრო” – მთავარი პროკურორი კორცხელის ინციდენტზე
შემდეგი სტატია“შსს-ს უნდა ჰქონდეს სრული უფლებამოსილება, უზრუნველყოს ოკუპირებულ ზოლში მოქალაქეების უსაფრთხოება”