“მანიაკმა რუსმა ოლიგარქმა არ იკმარა საერთაშორისო არენაზე მეკობრეობა და ასეთივე ბანდიტური მეთოდებით რამდენიმე საათის წინ დააკავა ნიკა მელია. სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკას და მოვუწოდებთ დემოკრატიული მსოფლიო თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს——გამოიყენონ სანქციათა სრული მექანიზმი და უნივერსალური იურისდიქციის ნორმათა შესაბამისად დაიწყონ დაპატიმრების ორდერების გაცემა ივანიშვილზე აგრეთვე მისი დანაშაულებრივი სისტემის ყველა ხელმძღვანელზე. მხოლოდ ეს გააჩერებს მიმდინარე ტერორიზმს საქართველოში”,-წერს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, ნიკა მელია დღეს, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.