შალვა ნათელაშვილი : “მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ოპოზიციად, უარი თქვით სადეპუტატო მანდატებზე”

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს და პარტიებს, რომლებიც თავს ოპოზიციად თვლიან, მოუწოდებს უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიმართავს მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებასაც და მოითხოვს არ სცნონ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია.

“დღეიდან საქართველოში ოფიციალურად დაკანონდა რუსულ-მონგოლოიდური ტიპის ერთპიროვნული ოლიგარქიული რეჟიმი. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ოპოზიციად, უარი თქვით სადეპუტატო მანდატებზე, ეს ავტომატურად დაშლის ამ რეჟიმს. მივმართავ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, არ სცნოთ ლეგიტიმურად ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც განხორციელდა მასობრივი გაყალბებით,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატია“დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ” – პრემიერი არჩევნების შედეგებს აფასებს