შალვა ნათელაშვილი : მოვითხოვ გამოიძახონ მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი ივანიშვილი

საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პოლიტიკური გაერთიანება რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

ლეიბორისტული პარტიის წევრები მოსამართლეს ყველა იმ საფუძველს აცნობენ, რომლითაც დარწმუნებულები არიან, რომ ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმები გაყალბდა.

ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ყველა უწყება იყო არჩევნების გაყალბებაში ჩართული.

შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მითითებით გაყალბდა. ლეიბორისტულ პარტიაში დააყენეს შუამდგომლობა რამდენიმე პირის მოწმედ გამოცხადების შესახებ, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დეფაქტო მმართველი. ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიხატა, დაიხაზა, დაიწერა არჩევნების შედეგები, ცესკო-მ გადაწერა და გამოაქვეყნა. ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი გახლავთ ივანიშვილი. მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი, ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატიასასამართლომ ბრალდებულ ა. ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა