შალვა ნათელაშვილი – მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ ისინი არ არიან ხმის უფლების მქონე მოქალაქეები

მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ არ არიან ამაყი, თავისუფალი და ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების თაობაზე უცვლელია.

„შეიძლება ითქვას, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არავითარი ინიციატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, რადგან ძალაუფლება მოიპარეს, მიიტაცეს, წაართვეს ხალხს ქონებასთან ერთად, უფლებებთან ერთად, სამშობლოსთან ერთად და ეს ხელში ჩაიგდო მოსახლეობის სამპროცენტიანმა ფენამ, რომელიც ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ თქვენ სამშობლოში ხართ არა ამაყი, თავისუფალი, ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, არამედ ხართ გერები, გინდათ იყავით აქ, გინდათ წადით სამუშოდ გერმანიაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად, ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიWashington Examiner: გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა რეალური ძალაუფლება ივანიშვილს აქვს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა