შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას ენერგომატარებლებზე ტარიფების შემცირებას ჰპირდება

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას ეხმაურება. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, გაზის გაძვირებული საფასური ავტომატურად აისახება პურის, სხვა საკვები პროდუქტისა და ტრანსპორტის ფასებზე.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ენერგომატარებლებზე ტარიფები შემცირდება და დაბალ ნიშნულზე ჩამოვა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბუნებრივი აირის მაღალი საფასურის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, კოლეგიამ საკითხი ამ დრომდე არ განიხილა.

banner
წინა სტატიაშიან იაფი კრედიტი მოგვცენ, ან საშენი მასალის ყიდვაში მოგვეხმარონ-ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია სოფელ ხარებაში
შემდეგი სტატიამაშველებმა მცხეთაში ძაღლის ლეკვი გადაარჩინეს