შალვა ნათელაშვილი: მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები

მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განაცხადა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე ყველა პარტია გაერთიანდა.

„1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა.

მინდა, საქართველოს გაერთიანება დავლოცო. ჩვენ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ. ყველა პარტია ერთად ვართ. ხალხი ერთად ვართ. ერი და ბერი განუყოფელი გახდა. ღირდა ცხოვრება ამ ისტორიული დღისთვის. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში. თქვენი ხმა უკვე ესმის მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებები, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა არა სავარძლებისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, რომ ღარიბ ქვეყანაშიც კი, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული