“მინდა გაგახაროთ ამ შუაღამისას. მეგობარი აქტის დამბლოკავი, თავიდან ივანიშვილის დასანქცირების მედროშე კონგრესში, ჩემი თანამოაზრე და მერე რატომღაც ოლიგარქის დამცველი სენატორი, მარქვეი მალინი პრეზიდენტმა ტრამპმა დანიშნა ამერიკის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრად. ამდენად კონგრესს მოსცილდა ჩვენთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტირი მისი სახით. თუმცა ალბათ ხვდებით ვისი დავალებით გამოიყენა ჰოლდი ამ აქტის წინააღმდეფ😊.
პრეზიდენტ ტრამპს კი ვურჩევ სამომავლოდ მთავრობაში პრინციპული ხალხი შეარჩიოს და არა რამდენიმე დროშით მორბენალი. უპირატესობა კი ის აქვს რომ. ჩეროკის ტომის ინდიელია, გამოცდილი სანტექნიკი, მაგრამ სამწუხაროდ სკოლის დასამთავრებლადაც კი გადატვირთულობის გამო ვერ მოიცალა.თუმცა ეს არაა ჩვენი პრიბლემა თვითონ რომ არ გამხდარიყო საქართველოსთვის ასეთი პრობლემა. ნაკლების ჩვენება,-წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

















