შალვა ნათელაშვილი კორონავირუსში „ქართული ოცნების“ ინტერესებს ხედავს

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, ჩვენი არაერთი მოწოდებისა, მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან. შედეგად, კორონავირუსი უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცხადებს.

„გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ. გადაერთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. მაგრამ, ვარწმუნებ ივანიშვილის რეჟიმს, ვერანაირი ვირუსომანია მათ ვერ გადაარჩენს. ახლა მაინც, კეთილი ინებეთ დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

სამწუხაროა, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვჭირდება აქციები, მიტინგები, ბრიფინგები, რომ სასიკვდილო ვირუსი მაინც გააჩერონ. ესეც პროპორციული არჩევნები ხომ არ იყო?! ყველა ქვეყანამ, რუსეთმაც კი, საერთოდ დაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა და გავრცელდა. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ გახლავთ, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ეს ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია, სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ გრიპში.

აქედან გამომდინარე, მოსაცილებელი გვყავს მთავარი ვირუსი, ბიძინავირუსი, და სწორედ ეს უნდა მოვიცილოთ. რის შემდეგაც, ნებისმიერი ინფექციური დაავადება ჩვენ ვერაფერს ვეღარ შემოგვბედავს“, – ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ნიღაბი ეფექტურია, როცა ავადმყოფს უკეთია, მოსახლეობის მიერ ტარება საფრთხილოა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება