შალვა ნათელაშვილი – ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ საქართველოში ვერ იცხოვრებს

ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მცხეთის მერიის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციას მართავენ.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, აქციაზე დააკავეს ახალგაზრდები, რომლებსაც ხუნდაძის ბანდის წევრები თავს დაესხნენ.

„​ყველანი ჩემი შვილები არიან, არავითარი გამონაკლისის გაკეთებას არ ვაპირებ ჩემი შვილობის გამო. ეს ჩვენი შვილები ამდენი უსამართლობითა და ძალადობით გამოყარეს სახლიდან. ახალგაზრდების გული ვერ ეგუება ასეთ დიქტატორულ მდგომარეობას და ვეღარ ვიჭერთ. ვერც მე ვიჭერ ჩემს შვილს და ვეღარც სხვა მშობლები იჭერენ საკუთარ შვილებს. ახლა მშვიდობიანად დადიან ახალგაზრდები, ჰუმანური, ადამიანური ეთიკის და კანონის ფარგლებში ჯდება მათი მოქმედება. უამრავი ახალგაზრდა ვიცი, ვინც აქ არიან, რომ არ შეიგინებიან, არც ხულიგნობას ჩაიდენენ. მოვიდნენ საქართველოს დამღუპავ-დამაქცევარ ხუნდაძესთან. ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს დაესხა თავს და მერე პოლიციამ დაზარალებულები დააკავა, ხოლო ის ბანდიტები და მხერდრიონელები გადამალა. ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ შორის, შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი. აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მერიაში მყოფ ადამიანებს შორის.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – ჩემ ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ