შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილთან მუშაობაზე თანახმა ვიყავი, თუ ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი

“მე ივანიშვილთან მუშაობაზე თანახმა ვიყავი,თუ ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი, ეხლა ხისთავას ვერ დავისვამდი თავზე” -ამის შესახებ განცხადება, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შლვა ნათელაშილმა გააკეთა.

ნათელაშილმა “იბერიის” ეთერში გადაცემა “პრიორიტეტებში” ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობდა. ნათელაშვილმა ამის მიზეზები ახსნა და განაცხადა, რომ არც მაშინ და არც ეხლა ის ივანიშვილს არ თვლის ღირსად , რომ ყოფილიყო პოლიტიკური ლიდერი.

ნათელაშვილი ამბობს, რომ მან ბიძინა იავნიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ შესთავაზა, საკუთარი ფულადი რესურსი მოეხმარებინა ქვეყნისთვის, რაც ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა არ გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშითბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრი და სუპერმარკეტი გაიხსნა
შემდეგი სტატიაშსს-მ 213-ე ბაგა ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა