„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ბრიფინგი გამართა და ბიძინა ივანიშვილი კრიპტომაინინგის მეშვეობით მილიარდიანი მოგების მიღებასა და ელექტროენერგიის მითვისებაში დაადანაშაულა.
ნათელაშვილის თქმით: გლდანის ეკონომიკურ ზონაში რუსი ოლიგარქებისა და ირანელი ტერორისტების კომპანიები ფულს ათეთრებენ; აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა გაყინონ ოფშორული ანგარიშები და ივანიშვილის კლანის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასცენ; აუცილებელია სპეციალური საპოლიციო ოპერაცია, რათა ივანიშვილი საერთაშორისო ტრიბუნალზე წარსდგეს.














