შალვა ნათელაშვილი – ის, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, იყო სამოქალაქო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

„ისფედის“ სისტემაში ივანიშვილისთვის სასარგებლო მონაცემების დასაწერად ბიძინა ივანიშვილს გადახდილი ჰქონდა დიდი ფული, მაგრამ ვერ დარჩა მერე შედეგით კმაყოფილი და ამის თაობაზე მოხდა მათ შორის დიდი ომი. რეალობა ეს არის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ რეალობაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.

„ამ რეალობას არც ერთი მხარე არ ამბობს და რაღაც გაუგებარი არგუმენტებით აბეზრებენ თავს საზოგადოებას. არჩევნების შედეგები იზომება ამომრჩევლების განწყობით და იზომება 3 700 უბანზე და რაც ამ უბნებზე მოხდა, ეს იყო სამოქალაქო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვერანაირი „ისფედები“ და „მისფედები“ ამას ვერ შეცვლიან, ვერ დააზუსტებენ, ვერ გადახრიან და გაალამაზებენ.

მე მთელი გულახდილობით მოგახსენებთ, რომ „ისფედის“ სახელი გავიგე პირველად ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც ბატონმა, ირაკლი კობახიძემ მოითხოვა, რომ მათი დათვლილი ოქმების მიხედვით, გადაგვეწყვიტა არჩევნების ბედი და საკითხი. ჩემთვის იყო მაშინაც ეს გაუგებარი და პირდაპირ დავუფიქსირე, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერანაირი „ისფედი“ და მისი პროცენტული მონაცემები ამ საკითხს ვერც გააუმჯობესებს, ვერც შეცვლის, ვერც ძველებურად დატოვებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – ბიუჯეტს დავუბრუნეთ 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ხელფასებისთვის
შემდეგი სტატია„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა