შალვა ნათელაშვილი : “გრძელდება ოცნება-ნაცების ერთობლივი სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით “გადავაგდოთ საქართველო”.

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

“გრძელდება ოცნება-ნაცების ერთობლივი სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით “გადავაგდოთ საქართველო”.

იმისათვის რომ, ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ არ ჩაითრიონ ივანიშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ სქემაში, 30 ოქტომბერს ე.წ არჩევნების მეორე ტურს, უნდა გამოვუცხადოთ მასობრივი, ეროვნული ბოიკოტი.

საკონსტიტუციო უმრავლესობა ივანიშვილს ნაცებთან და პატრიოტთა ალიანსთან ისედაც გარანტირებული აქვს. ახლა მათი მიზანია, არჩევნების მასობრივ გაყალბებას მისცენ სრული ლეგიტიმაცია ხალხის უბნებზე მიყვანით. შექმნილი სახელმწიფო კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციის უარი მეორე ტურებში მონაწილეობაზე და მათი პარლამენტში არ შესვლა რაც, დაამთავრებს ოლიგარქიულ რეჟიმს. სხვა შემთვევაში ეს არჩევნები იქნება ოპოზიციისათვის პოლიტიკური სამარე ხოლო საქართველოსთვის, უმძიმესი ბედისწერა”.- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო მოსულიდან პირველ ლტოლვილებზე ავრცელებს ინფორმაციას
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მზადაა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს