შალვა ნათელაშვილი: გამოდით სვანეთიდანაც და დაცალეთ კაბინეტებიც, დროა

ლეიბორისტული პარტიის  პეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,მსოფლიოში თუ ვინმეა დასაჭერი ხე-ტყის განადგურებაზე ესაა ბიძინა ივანიშვილი. რად ღირს მარტო მისი ოქროსმომპოვებელი კომპანიის მიერ მილიონობით იავარქმნილი ხე ქვემო ქართლში, შაორზე ივანიშვილის კომპანია ატუ-მ ისე გაანადგურა წაბლის კორომები რომ იქ ბალახიც აღარ ამოვა, ხოლო ამ გაუმაძღარი არსების პირად პარკში დასარგავად მოთხრილმა ასწლოვანმა მცენარეებმა სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ეკოგენოციდის მატიანეში. სპეცრაზმის სვანეთის სოფლებში შეყვანას აქვს ერთადერთი მიზანი ,დააშინონ მოსახლეობა რათა მათ შეწყვიტონ ბრძოლა ივანიშვილის ჰესთამშენებლობის წინააღმდეგ. გამოდით სვანეთიდანაც და დაცალეთ კაბინეტებიც, დროა”- წერს სოციალურ ქსელში ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი – ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო