შალვა ნათელაშვილი-გალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს,სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი გალში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს ,რომ
სეპარატისტულმა რეჟიმმა მშვიდობიანი მიტინგი დაშალა

,,გალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.ამოიწურა ჩვილ ბავშვთა საკვები, ოკუპანტები არ უშვებენ მოსახლეობას ენგურს აქეთ, პენსიისა და დახმარების ასაღებად.დღეს,გალში, სეპარატისტულმა რეჟიმმა განსაცდელის წინაშე მყოფ ადამიანთა შეკრებილი მიტინგი დაშალა. ქართველებს სთავაზობენ უარი თქვან ქართულ პასპორტებზე და აიღონ ე.წ “ვიდ ნა ჟიტელსტვო”,სტუდენტებს უკრძალავენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას. გენოციდი მიმდინარეობს სრული სვლით.მოვუწოდებ დავოსში დროის სატარებლად მყოფ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს სასწრაფოდ დაბრუნდეს და სათავეში ჩაუდგეს შტაბს ამ ხალხის გადასარჩენად. მოვითხოვ სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც.”-აცხადებს შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშიადვოკატი აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ბავშვის დედა დუმილის უფლებას იყენებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – საქართველო ცდილობს, არ გაზარდოს სახელმწიფო ვალი და მეტი კერძო ინვესტორი მოიზიდოს