შალვა ნათელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ახალგორში შექმნილ ვითარებას „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ჰუმანიტარულ კატასტროფად მოსახლეობის მძევლად აყვანას აფასებს. ნათელაშვილი გაეროს საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე სიტუაციის განხილვას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

„ეს ყველაფერი ხდება ეთნიკური ნიშნით, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და ყველაფერ ამაზე პირადად პასუხს აგებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მივმართავ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არა მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეთ შექმნილი კატასტროფულ ტრაგიკული ვითარება, დააწესეთ სანქციები რუსეთის სახელმწიფოზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული ლიდერი ახალგორის მოსახლეობას მოუწოდებს გადასასვლელი პუნქტების დახურვის მიზეზები საქართველოს ხელისუფლებასთან გაარკვიონ. ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო ის კი არა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაადანაშაულოს.
banner
წინა სტატიაშიკავკასია: ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს აყენებს სასათბურე მდგომარეობაში
შემდეგი სტატიაექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია