შალვა ნათელაშვილი: ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი

“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებებს ასრულებდნენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, რაზეც ოქუაშვილმა ისაუბრა, ამის შესახებ მისი პარტია საზოგადოებას წლების განმავლობაში აფრთხილებდა და ინფორმაციას აწვდიდა.

„ის, რაც წუხელ საზოგადოებამ მოისმინა “რუსთავი 2”-ით ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი… დღეს უპრეცენდენტო ფაქტი უკვე უშუალოდ ნახა ხალხმა, ქვეყნის დეფაქტო მეთაური, სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი, როგორ სძალავს პირადად მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენს, მაგრამ რაც არ ნახა და რაც მას ჩადენილი აქვს, ამის თაობაზე წინ გველოდება ძალიან საინტერესო გამოძიება,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილ პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

banner
წინა სტატიაშიგადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა, ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი
შემდეგი სტატიასაქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ვაშაძე