თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ადგილზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბუავას გარდაცვალება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდეს და საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კვალზე საუბრობს. მისი თქმით, ბლოგერის საქმიანობა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა, კრემლის ინტერესებში არ შედიოდა.
„დაურის საქმიანობა იყო გადამდები იმ ხალხისთვის, რომლებიც, პრაქტიკულად, არიან ტყვედ, მძევლად აყვანილები რუსული იმპერიის მიერ. რუსული სპეცსამსახურები კურირებენ ყველას და ყველაფერს და ბუნებრივია, დაურის საქმიანობა იყო მათი ყურადღების ქვეშ, რათა არ გამხდარიყო მისი საქმიანობა გადამდები ქართულ-აფხაზური ხიდების აღდგენისა. სავსებით დასაშვებია, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან პოლიტიკური მოტივაციით“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმციით, შალვა ნათელაშვილმა.















