შალვა ნათელაშვილი : ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დოლარიანი სილა გააწნა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დოლარიანი სილა გააწნა – ეს განცხადება, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. არჩევნების შედეგებზე ნათელაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც სააპელაციო სასამართლო “ლეიბორისტების” სარჩელს განიხილავს. შალვა ნათელაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ეხებოდა.

„ვითხოვთ არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, მგრამ ეს შენობა არის ბიძინა ივანიშვილის ნოტარიატი. ისინი, რა თქმა უნდა, უარს გვეტყვიან, რაც საშუალებას მოგვცემს, დავა ევროპულ ინსტიტუტებში გადავიტანოთ. მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცესკოს წარმომადგენლის თქმით კი, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და დასაბუთებული იყო.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს