შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება

Shalvaამ წუთას მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის მორიგი შედევრი-ინტერვიუ,რომლის თანახმადაც საქართველოში რუსთავი2-ის გარდა ყველა თავისუფალი ტელევიზიაა. ამ კაცს ნამდვილად არ სწამს ღმერთი. ბატონო ბიძინა იქნებ გაიხსენოთ ვისია ტელევიზია- ჯიდიესი- რასაც იქ ცრუ პროპაგანდისთვის ხარჯავ ის მილიონები ბანკების მიერ გამოსასახლებელთა ფონდში რომ გაგეშვა რამდენ გაუბედურებულს გადაარჩენდი. ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილის მიერ ქართველ ხალხზე ნაჩუქარი ტელეკომპანია იმედი და ვინ დაუხურა ყველაზე პოპულარული შოუ ინგა გრიგოლიას, ვინ დაამსგავსა საბჭოთა ვრემიას ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულით არსებული 1 არხი და ვინ გააუქმა მიშველაძის თოქ-შოუ ამავე არხზე,მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ეს ქალბატონი ოპოზიციონერზე გათხოვდა, ვინ დაითრია საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანია მაესტროზე, ვინ დახურა მეცხრე არხი და ვინ გაყარა ქუჩაში ასეულობით ჯურნალისტი,ვინ გადააქცია თავის მონად ერთ დროს პოპულარული ტელევიზია-კავკასია,ვინ გადააქცია ყმად უზარმაზარი კვირის პალიტრის ჰოლდინგი და მოარგო საკუთარ გემოვნებას? ეს ყველაფერი თქვენ ჩაიდინეთ,რასაც მომავალ საბრალდებო დასკვნაში გარდაუვლად მიეცემა კანონიერი შეფასება-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში”ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა”- იან კელი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება განათლების გარეშე