შალვა ნათელაშვილი – ბიძინა, ბიზნესი დაიწყე საკუთარი მეზობელი ქალბატონების გადაგდებით

13950999_10210357004988646_1801141338_oშალვა ნათელაშვილი – კარის მეზობლები რომ არ ვიყოთ კიდევ დავიჯერებდი ამ ლეგენდებს. ბიძინა, შენ 80-იან წლებში ბიზნესი დაიწყე საკუთარი მეზობელი ქალბატონების გადაგდებით რომლებსაც აყიდინებდი ფრანგულ პარფიუმერიას და მერე დაპირებულ თანხას აღარ აძლევდი, თუ გახსოვს რამდენმა მომმართა მე დახმარებისათვის როგორც პროკურორს მაგრამ, არ გაგიმეტე დასაჭერად შემოგითვალე მიგეცა მათთვის ანაზღაურება. შემდგომ შენ გადახვედი მოსკოვიდან ფოთის პორტით ავეჯით სპეკულაციაზე,ბოროტი ენები ამბობდნენ რომ, ამ ბარგში ნარკოტიკების ეწყო თურმე,არ დამოჯერებია მაგრამ,როდესაც ერთ-ერთი მეზობელი კიდევ მოვიდა ჩემთან ჩივილით. ბიძინამ სოსო დამიღუპა და წამლის გაყიდვა ასწავლაო აი მაშინ უნდა შემეგდე ვირის აბანოში მაგრამ,რა ვუთხარი ამ ჩვენს ტრადიციულ ქართულ მეზობლობას, თან ვიფიქრე შეიძლება ეს ქალბატონი რაღაცას ტყუის მეთქი არა და ეს ბიჭი მრავალი წლის შემდეგ მართლაც დააპატიმრეს უცხოეთში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. ბოლოს შენი უმსხვილესი აფიორა იყო მენაშენეთა გადაყრა კრწანისში რომელთაგან, წამოკრეფილი ფულით მოსკოვს გაიქეცი.აი მთელი შენი ბიზნესის საწყისი ანატომია. თუმცა არც მერე გადაქცეულხარ ანგელოზად მაგრამ,ეს სხვა დროს-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ავიაციამ ლტოლვილთა 2 ბანაკი დაბომბა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე : ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი