შალვა ნათელაშვილი ბიბილოვის ინტერპოლით ძებნაზე გადაცემას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. ნათელაშვილი ითხოვს ინტერპოლს გადაეცეს ორივე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ლიდერებისა და რეჟიმის სხვა წევრების მონაცემები:
„სახელმწიფოს მოვუწოდებ გამოფხიზლდეს. უშიშროება აქ კი არ უნდა იდგეს და გვიღებდეს კადრებს, იქ უნდა იდგნენ ცეცხლის ხაზზე, რომ ბიჭებს არ გვიკლავდნენ. მოვითხოვ კატეგორიულად სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ბიბილოვის მიმართ, ყველა მინისტრის, ყველა გამგებლის, ყველა თვითმარქვია თანამდებობის პირის წინააღმდეგ, როგორც ცხინვალის რეგიონში ასევე აფხაზეთში და დაჯდნენ ისინი ინტერპოლში ძებნაზე. საერთაშორისო ძებნაზე. მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. აქაც და საზღვარგარეთ, რომ გავლენ დასასვენებლად და გამოფენაზე, იქაც,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ევროპული საქათველოს” ახალი ინიციატივა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა