შალვა ნათელაშვილი: ამ არჩევნებში ჩვენი მოწინააღმდეგეა მოდულის შენობაში განლაგებული უშიშროების სამსახური

natelasjvili“ამ არჩევნებში ჩვენი მოწინააღმდეგეა არა მმართველი პარტია, რაც რეალურად არც არსებობს, არამედ მოდულის შენობაში განლაგებული უშიშროების სამსახური, რომელიც დაკავებულია ოპოზიციის დევნით, რესპრესიებით, პარტიული აქტივის დაშინება-გადაბირებით, სპეციალური პარტიებისა და ჯგუფების შექმნით, რომლებსაც აფინანსებს და იყენებს იარაღად. ბიზნესზე კონტროლით, რათა ოპოზიციამდე არც ერთი თეთრი არ მივიდეს და ფინანსურად ვიქნეთ მოხრჩობილი. მოსმენა და თვალთვალი კი მათვის ჩვეულებრივი ხელობაა და გრძელდება ძველიდან დღემდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ გამოქვეყნდეს უშიშროების სამსახურის ცენტრალური და რეგიონალური ხელმძღვანელების ვინაობა საჯაროდ, იმიტომ რომ ჩვენ მათ ვაფინანსებთ საჯაროდ და თუ არ დაანებებენ თავს რეპრესიების ტალღას, მე ვპირდები ამ ხელმძღვანელებს, დავსვამ საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროკავშირში, რათა მათ აეკრძალოთ გადაადგილება საზღვარგარეთის ქვეყნებში და დაედოთ მათ სავიზო-ფინანსური სანქციები.

არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ იქნება და ასეთი მოწინააღმდეგეები იქნებიან დამარცხებულები ხალხის მიერ ჩვენი მონაწილეობით”. – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს, მოდულის შენობასთან პარტიის მიერ გამართულ აქიაზე.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრა აფხაზეთში
შემდეგი სტატიაორი თურქი გენერალი გადადგა