შალვა ნათელაშვილი: ამ დროს აშშ-ის ელჩის დუმილი ჩემთვის აუხსნელია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, აუხსნელია, ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი რატომ დუმს.

„ანტისაოკუპაციო აქციის გამო აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერს და ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დუმს. ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად აუხსნელია“, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ