შალვა ნათელაშვილი – „აირაი“ უნდა წავიდეს საქართველოდან

„აირაი“ უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან, ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „აირაი“ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტიორი იყო.

„სწორედ ე.წ. აირაი, მიეყიდა ივანიშვილის მილიარდებს. ეს ორგანიზაცია უნდა წავიდეს აქედან და უნდა ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან. ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა. ამ დასკვნის გამოქვეყნება კიდე დაფურთხებაა ქართველი ხალხის სულში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები
შემდეგი სტატიავინ არის პირველი ქართველი, ვინც ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირდა