შალვა ნათელაშვილი:დაუშვებელია სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომის, კაზინოების აშენება

dfჯჰგ“მცხეთა არის მეორე იერუსალიმი და დაუშვებელია სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომის, კაზინოების აშენება. ამას ჩვენ არ დაუშვებთ”!
ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში გამართულ აქციაზე, პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, წმიდა ადგილას სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის ივანიშვილის ხროვის წევრი, მილიონერი ყომარბაზი ვინმე უგულავა აშენებს კაზინოს-აეროპორტითურთ.
“მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე, რათა ამ უწმინდურებს ჩვენი ეს უდიდესი სიწმინდე არ წავაბილწინოთ. დღეს იუნესკოში გაიგზავნა მიმართვა, რათა საერთაშორისო ძალისხმევითაც იქნას აღკვეთილი ეს უზნეობა. რა თქმა უნდა ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი არის ქართველი ხალხი და ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ეს ავაზაკები თავისი ნებით უარს არ იტყვიან ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი : „ნაცმოძრაობის“ განცხადებას ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ ცუდი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ : მდინარე ვერეს ხეობაში განხორციელებული ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა