შალვა ხუციშვილი : განმეორებით არჩევნებზე უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ განმეორებითი არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ:- განაცხადა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგაც, პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას.

„წინა პროცესისგან განსხვავებით, აქ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმების დათვლის პროცესსაც. პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას კენჭისყრის დასრულების შემდეგაც და ჩვენი მოქმედება იქნება უფრო აქტიური და უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული”, – აღნიშნა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია : “საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის საგანგებო განცხადება