შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს

კლინიკა “ვივა მედში” მესამე სააკაშვილის მკურნალობა გრძელდება, თუმცა პროცესი წარუმატებელია. დღეს მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამერიკელი ექსპერტების დოკუმენტებს ცენტრ “ემპათიას” გადასცემს.

სავარაუდოდ, მარიამ ჯიშკარიანი ნებართვების მიღებაზე შესაბამის პროცედურებს დღესვე დაიწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექსპერტო საქმიანობის ნებართვის გაცემის შემდეგ 3 ამერიკელი ექსპერტი და 1 ადვოკატი დაუყოვნებლივ ჩამოვა ქვეყანაში და ექსპერტიზის მოსამზადებლად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს.

“ეს არიან ფსიქოთერაპევტი, ნევროლოგი და მესამე გახლავთ ნობელის პრემიის ლაურეატი. დღეს გადაეცემა მარიამ ჯიშკარიანს დოკუმენტები და ის დაიწყებს ამ პროცედურებს, რაშიც ჩვენც ხელს შევუწყობთ, რომ დროზე იქნეს აღებული შესაბამისი ნებართვები. ნებართვის აღების შემდგომ, ამერიკელები უკვე დაუყოვნებლივ ჩამოფრინდებიან, 2-3 დღე იმუშავებენ და დასკვნის წერას გააგრძელებენ ამერიკაში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია, საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რომ გადარჩეს.რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, უყურებს უკრაინულ არხებს, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რატომ – მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დიახ, მე ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებს”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თვეებია კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიპარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სტრატეგია არ იყო სწორი.
შემდეგი სტატიაუკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა