შალვა ხაჭაპურიძე: ელისაშვილის რენტგენის სურათის ,,ვივამედის” მიერ საჯაროდ დემონსტრირებას, ამით კლინიკამ და ექიმმა აშკარად დაარღვიეს პაციენტის უფლებები

რაც შეეხება ბატონ ელისაშვილის რენტგენის სურათის ,,ვივამედის” მიერ საჯაროდ დემონსტრირებას, ამით კლინიკამ და ექიმმა აშკარად დაარღვიეს პაციენტის უფლებები და ამაზე დაუყონებლივ უნდა იმსჯელოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა. (სააკაშვილის შემთხვევაში ეს ,,ვივამედმა” ორჯერ გააკეთა და ორივეჯერ დავაჯარიმებინე).
ასევე ვურჩევ ელისაშვილს, თუ არ ეწყინება, რა რენდგენიც აჩვენა ვივამედმა საჯაროდ, წამოიღოს და კარგ სპეციალისტს შეადარებინოს მის რეალურ რენდგენის სურათთან, არაა გამორიცხული მისი რეალური რენდგენის სურათი სხვა იყოს და საჯაროდ სხვა აჩვენეს, მაგაზე უარესები მინახია, ,,ვივამედის” შემოქმედებიდან.
სააკაშვილის საქმეში ფორმა 100 -ის სამი და მეტი ერთმანეთისგან განსხავებული ვარიანტები იყო! მაგრამ რათ გინდა, სასამართლომ ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გამოუშვა,-წერს ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

“ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ…მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო…ნეკნი მქონია მოტეხილი” – ელისაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა