შალვა კეკელია: აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთი, ვინაიდან ისიც “მიწებს გვართმევს”

ვაკის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ მისთვის აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთი, ვინაიდან ისიც “მიწებს გვართმევს”.

შალვა კეკელია ამბობს, რომ მიწების შენარჩუნებისთვის მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის წინააღმდეგიც არ არის.

“ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. ჩემთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ისაკუთრებს და ეხება, არის მტერი. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, ეწამა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია რომ გამოდის და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო – ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია ჩემთვის მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა ჩემთვის არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს”. – თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ სვეტიცხოველში.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია: ჯამური ინვესტიცია 40,000,000 ლარი იქნება დასაქმდება – 2,050 ადამიანი
შემდეგი სტატიავატო სურგულაძე – სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“, 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს – არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება