ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს, 13:00 საათზე გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია. სასამართლო დარბაზში დაახლოებით 20–მდე პოლიციელი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.