შალავა ნათელაშვილი ოთარ არშბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოს

ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ფაქტს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ექსპერემიერს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ პირებთან კავშირში ადანაშაულებს.

მისი განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმის ერთგული მეგობარი, აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელი და პუტინის პარტიის „Единная Россия“-ს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ არშბაა, რომელიც ბათუმში ელიტარული სასტუმროების მფლობელია. სწორედ მისი ერთ-ერთი სასტუმროს გახსნას დაესწრო საქართველოს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მინდა გითხრათ, დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ სამწუხარო რეალობა. ოლიგარქმა ივანიშვილმა არ იკმარა ის, რომ გადაჭამა მთელი საქართველო და დღეს უკვე დაიწყო საქართველოს დამშლელებისა და მტრების მოწვევა უცხოეთიდან და მათთვის მილიონიან ბიზნესების გადაცემა. თქვენს წინაშეა, არძიმბას კონსულტანტი მიმაგრებული საბჭოთა კავშირის კაგებედან, აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელი, პუტინის პარტიის „Единная Россия“-ს ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის პარლამენტის დეპუტატი – ოთარ იონას ძე არშბა, რომელმაც გაავსო ბათუმი ელიტარული სასტუმროებით, მილიონიანი ბიზნესი და ეს ფული ამას ნაშოვნი აქვს ქართველთა სისხლით იმ უბედურებაში, რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც გავდივართ. არშბას მიცემული ფულით იყო ნაყიდი ის ტყვიები, რომლითაც დაიხოცა ათეულ ათასობით ქართველი. ეს კაცი დღეს გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომლის ბიზნესების გახსნას ესწრება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა. აგერ, ერთ-ერთი ექს პრემიერი ესწრებოდა მის სასტუმროს გახნას, ღარიბაშვილი, ბათუმში,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, ოთარ არშბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრა მოითხოვა.

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოთარ არშბას წინააღმდეგ, დაყადაღებული იქნას მისი მილიარდები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დუმამ ყალბი ახალი ამბებისა და მთავრობის შეურაცხყოფის შესახებ კანონი მიიღო
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: ტყუილია სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნა­ლა