შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი “გოგიტა” დააკავეს

კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას და მისი მეუღლის, ბარსელონას ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს სახლის ძარცვა ბრალად ქართველებს ედებათ.

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, მეტსახელად გოგიტა დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების ძარცვა ბრალდება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ მაისურაძის დაჯგუფების წევრებმა გაძარცვეს შარშან შაკირასა და პიკეს სახლი ბარსელონაში.

ესპანური გამოცემის „ესტრელას“ ინფორმაციით, იმ დაჯგუფებებიდან, რომლებიც მაისურაძის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, მას ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მაისურაძე ურჩ კრიმინალებს ვენდეტების მოწყობით, გატაცებით, ცემით და წამებით სჯიდა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა
შემდეგი სტატიაპრემიერის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო