შაჰინის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა

აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა საავტომობლო გზა გადაკეტეს.

ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმს დღეს სასწავლო პროცესი შეუწყდა. სკოლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს გახდა ცნობილი. ამ წუთებში შაჰინის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აჭარის მთავრობის შენობის წინ არიან შეკრებლი.

ისინი ადგილობრივ მთავრობას თხოვენ, რომ რამდენიმე თვით ადრე სასწავლო წლის დასრულებამდე არ მოხდეს სკოლის დახურვა და გაგრძელდეს საწავლო პროცესი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი