შაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა

შაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა

სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, კონგრესის დელეგაცია საქართველოში აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა. სენატორმა ისაბურა აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ მდგომარეობაზე, ბელარუსში ჟურნალისტის და აქტივისტის დასაკავებლად თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და ყირიმის ანექსიაზე.

“ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს დააშინოს ამ რეგიონში ის ქვეყნები, რომლებიც აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დასავლეთის გზა, რადგან უკეთეს ცხოვრებას ხედავენ, ვიდრე რუსეთს შეუძლია მათ შესთავაზოს. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას და დავრწმუნდეთ, რომ გააგრძელებთ რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. აშშ არის საქართველოს მტკიცე პარტნიორი და ჩვენ აქ ვართ, რომ დაგიჭიროთ მხარი და დაგეხმაროთ ამ ძალისხმევაში”.

banner
წინა სტატიაშინორვეგიის მთავრობამ ჯაშუშობის შესახებ სკანდალის გამო აშშ-ს ელჩი გამოიძახა
შემდეგი სტატიამელია: სენატორებთან შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რა ხედვა გვაქვს ოპოზიციას