შაჰინი: იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართული ოცნების პოზიციაა, არ აღიაროს ოპოზიციური პარტიები

ჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს

საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ უკუსვლაზე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს უცხოური აგენტების კანონის მიღებამ გამოიწვია. ჩვენ ვთხოვეთ მას დაფიქრებულიყო გზებზე, რასაც გამოვიყენებდით აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების წინ წაწევისთვის. ეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს დაუჭერდა, ასევე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ვწუხვარ რომ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი თხოვნა, რაც პრემიერს ჰქონდა, ის იყო, რომ ამერიკამ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები მთავრობის მიმართ.

იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიკავა პოზიცია, არ აღიაროს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათ არ ეთანხმება. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები საერთო ფასეულობებზეა დაფუძნებული და ფაქტი, რომ მთავრობამ ამის გადაგდება განიზრახა და რუსეთის სასარგებლოდ იქცევა, ნამდვილად რთული გასაგებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულია,-განაცხადა ამერიკელმა სენატრომა ჯინ შაჰინმა სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე იმსჯელეს. განხილვის საგანი, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარება და რუსული კანონი იყო.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია – მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას
შემდეგი სტატიაშაჰინი: ფაქტი, რომ ოცნება მზადაა, რუსეთის სამსახურისთვის ყველაფერი მოისროლოს, რთული გასაგებია