ბაქოში, შაჰდენიზ 2-ის პირველი ფაზის გახსნის ღონისძიებაზე, ქართული მხარე არ მიიწვიეს- ინფორმაციას ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ავრცელებს:
“გუშინ ბაქოში დიდი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება გაიმართა: გაიხსნა შაჰდენიზ 2-ის პირველი ფაზა, საიდანაც დამატებითი გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება თურქეთს და მოგვიანებით ევროპასაც.
პირველი შემთხვევაა, რომ მსგავს საზეიმო ღონისძიებაზე ქართული მხარ არ მიეწვიოთ. საქართველო ამ პროექტში მნიშვნელოვანი პარტნიორია და რას უნდა ნიშნავდეს ასეთი იგნორირება?
გაზპრომის მეგობარმა საქართველოს მთავრობამ ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. ეს არაა მათი პირადი საქმე, ეს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის საკითხია.” წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე
(ფოტოარქივი)