შაჰ-დენიზზე შეფერხების გამო, საქართველო ბუნებრივ აირს ერთი დღით რუსეთიდან მიიღებს

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

საქართველო ამ დროისთვის ბუნებრივ აირის რუსეთიდან იღებს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ამის მიზეზი შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხება გახდა.

„ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. შაჰ-დენიზი რთული გეოლოგიური პირობების მქონე საბადოა, არის ხოლმე შეფარხებები. შეფერხების შესახებ შეტყობინება მივიღეთ. შესაბამისად, ბუნებრივ აირს ვიღებთ ალტერნატიული წყაროებიდან, რაც გვაქვს – ყაზახის მილსადენი და რუსეთიდან შემომავალი მილსადენი. ეს არის სუფთა ოპერატიული მართვის თემა. თუ რაღაც შეფერხებაა ერთ წყაროზე, დეფიციტს ვავსებთ ალტერნატიული წყაროებით, რათა შენარჩუნებული იყოს უწყვეტი გაზმომარაგება და ეს არ იგრძნოს არც ერთმა მომხმარებელმა“,-აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) რობი უილიამსი: მოვდივარ საქართველოში, აღელვებული ვარ
შემდეგი სტატიაშვეიცარია “ოფშორულ სკანდალს” გამოიძიებს