14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“შაჰ-აბასი ვენახებს ჩეხავდა, ივანიშვილმა სხვა გზა აირჩია”- ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მმართველი გუნდის მიერ მევენახეობის სფეროში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ბიუროკრატიას  აკრიტიკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი რეგულაციები რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საარსებო წყაროს უსპობს.

პარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კუპრაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ისტორიულ მტრებს შეადარა და აღნიშნა, რომ მიზანი ქართველი კაცის მიწასთან დაშორებაა:

„მაშინ როცა შაჰ-აბასი შემოდიოდა საქართველოში და ჩეხავდა ვაზს, ივანიშვილმა სხვა გზა აირჩია, როგორ გადააჩვიოს და დააშოროს ქართველი კაცი ვენახს. შემოიღო ისეთი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მევენახე ვალდებულია ნებართვა აიღოს და მხოლოდ ამის მერე აქვს კომერციული საქმიანობის უფლება. გააძვირა ნერგების შეძენისა და ახალი ვაზის გაშენების ყველა შესაძლებლობა“, — აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ამ შეზღუდვებისა და ფასების ხელოვნური ზრდის პირობებში, მმართველ გუნდს სურს, რომ „საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, მსოფლიო რუკიდან გააქროს“.

banner
წინა სტატიაში“ტელეფონი ხელიდან დააგდებინა”-— დაპირისპირება ბათუმში პროფესორსა და აქტივისტებს შორის
შემდეგი სტატია“ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის იუზერი დავბლოკე” — მიხეილ სააკაშვილის განცხადება